ტონგა

ტონგაში მომხდარმა ცუნამიმ ქვეყნის მოსახლეობის 84% დააზარალა

ტონგაში მომხდარმა ცუნამიმ ქვეყნის მოსახლეობის 84% დააზარალა. მსგავსი განცხადება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ტონგას მოსახლეობის რაოდენობა უკანასკნელი მონაცამებეთით, დაახლეობით 105 000-ია.

ტონგაში ცუნამი ყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. ტონგას დედაქალაქი ვულკანის ამოფრქვევის ეპიცენტრიდან მხოლოდ 65 კილომეტრში მდებარეობს. ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და ინტერნეტ სერვისების მიწოდება, მთლიანად განადგურდა სოფლებიც.

ადგილობრივ მთავრობას გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ცნობა არ გამოუქვეყნებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავებულია. მსგავსი შემთხვევები ტონგას ერთ-ერთ კუნძულზე, ნომუკაზე დაფიქსირდა, რომელიც შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტად დაზარდალდა.

კომენტარები