ტონგა

ტონგაში წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევამ ცუნამი გამოიწვია [VIDEO]

წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ტონგაში ცუნამი მოხდა. 

ვულკანის ამოფრქვევის ხმა წყნარი ოკეანის სამხრეთით გაისმა და საბოლოოდ აშშ-მდეც მიაღწია. 

ტონგას დედაქალაქი სულ რაღაც 65 კილომეტრითაა დაშორებული ვულკანის ამოფრქვევის ეპიცენტრიდან. ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და ინტერნეტ სერვისების მიწოდება. დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

ფიჯის დედაქალაქ სუვას წარმომადგენლების თქმით, ვულკანის რვაწუთიანი ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ 800 კმ-ით დაშორებულ ფიჯიში "ჭექა-ქუხილის ხმები" ისმოდა. ფიჯის მთავრობამ განაპირა რაიონებში მცხოვრებებისთვის ევაკუაციის ცენტრები გახსნა. 

კომენტარები