კევინ სპეისი

სასამართლომ კევინ სპეისის HOUSE OF CARD-ისთვის $31 მილიონის გადახდა დააკისრა

Netflix

ლოს-ანჯელესის სასამართლომ კევინ სპეისი კონტრაქტის დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ოსკაროსან მსახიობს სერიალ House of Cards-ის შემქმნელებისთვის $31 მილიონის გადახდა დააკისრა.

სპეისი Netflix-ის სერიალის ხუთ სეზონში ითამაშა. 2017 წელს მსახიობი ათობით კაცმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. შოუს შემქმნელმა კომპანიამ, MRC-მ სპეისი დაითხოვა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მსახიობს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა.

MRC-მ ასევე შიდა გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ სპეისიმ სერიალზე მუშაობისას 5 თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა. მსახიობმა ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ მის ქმედებებს სერიალზე მუშაობასთან კავშირი არ ქონია.

26 მაისს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენა.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა და გაქირავებაში პლამერიანი ვერსია გამოვიდა, პერფორმანსისთვის შეცვლაზე მოსული მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. 

მომჩივანთა შორის არიან ლონდონის თეატრის, Old Vic-ის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტო კავაზოსი და მსახიობი ენდი რეპი.

კომენტარები