ზუგდიდი

ზუგდიდში მანქანა 2 ქვეითს დაეჯახა, ასაკოვანი ქალი დაიღუპა, მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. 

რადიო ათინათის ინფორმაციით,  მათგან ერთი - ასაკოვანი ქალი ადგილზე დაიღუპა, მოზარდი კი კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები