ზუგდიდში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მარტო იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში და სავარაუდოდ, ეძინა, რის გამოც გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.