რუსეთ-საქართველო

ოხანაშვილი: სავიზო რეჟიმის შემოღების შემოთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება

საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს

ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე. ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 10 000 ხელმოწერა აქვს.

კომენტარები