ნამდვილად არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი რამდენად გულწრფელია იმასთან დაკავშირებით, ის პოლიტიკიდან წავიდა თუ არა. ამას მე ვერ განვსჯი და ჩემი საქმე არც არის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის მხარდამჭერი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ, შიდა დაპირისპირება ამანაც გამოიწვია. დიდი ხანია, ეს ხდება, უბრალოდ ახლა ეს დაპირისპირება ვეღარ დამალეს და გარეთ გამოვიდა. ერთი რაღაც ვაღიაროთ - იმ მცირე მხარდამჭერებში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დარჩა, დიდი ნაწილი მაინც სააკაშვილის მხარდამჭერად რჩება. ეს მისი პარტიის წევრებმაც იციან და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან და აქამდე ცდილობდნენ, რომ ეს დაემალათ. ფაქტი ერთია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.
tbl.ge/63j4
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს, საკუთარ თავს იქ ვეღარ ხედავს და პოლიტიკიდან გადის.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




