რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში ელჩად დაინიშნა

ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში ელჩად დაინიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განკარგულებას ხელი უკვე  მოაწერა. 

"დიახ, მე ხელი მოვაწერე განცხადებას ქალბატონი ვენედიქტოვას ელჩად შვეიცარიაში დანიშვნის შესახებ".- განაცხადა მან.

კულებამ აღნიშნა, რომ ეს იდეა დაიბადა "რამდენიმე ადამიანის წრეში – ისხდნენ, განიხილავდნენ და ასეთი ვარიანტი იპოვეს". მისი თქმით, დიპლომატიურ თანამდებობებზე პოლიტიკური დანიშვნების პრაქტიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველა ქვეყანაში, რადგან საჭიროა ახალი სისხლი, ახალი აზრი და შეხედულება.

17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოვალეობიდან მოხსნა გენერალური პროკურორი, ნატალია ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. მან ძალოვან სტრუქტურებში ღალატის პრობლემებზე ისაუბრა და ახსენა, რომ მსგავსი მასობრივი შემთხვევები აჩენს კითხვის ნიშნებს ორგანოების ხელმძღვანელებზე.

19 ივლისს უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ირინა ვენედიქტოვას გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტას. 27 ივლისს კი  პარტია ხალხის მსახურის დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

კომენტარები