ქართული ოცნება

იონათამიშვილი: ენმ-ის თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით

ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავის მართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, გამიჯვნოდნენ. რომ ჰკითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ? მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება. ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ქართული ოცნების ადვოკატირებით ჩაიწერა და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი ოკუპანტი.

მაგრამ, როცა საერთაშიროსო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ, ესენი ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრონ. როდესაც ჩვენ სტრასბურგსა და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობენ, რომ ომის დაწყება ქართველ სამხედროებს დააბრალონ და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ცალკეულ პირებს ვაკრიტიკებთ, ესენი ცდილობენ, რომ ამ მოწოდებების არგაზიარება დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ.

ეს ყველაფერი არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკიდან ნაცმოძრაობის შიგნით გადავა, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით.

წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი.

კომენტარები