ირანი

შიიტი სასულიერო პირი, მუკთადა ალ-სადრი ერაყელებს მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს

ერაყელი სასულიერო პირის მოქტადა სადრის მხარდამჭერები

გავლენიანი შიიტი სასულიერო ლიდერი, მუკთადა ალ-სადრი ერაყელებს მასშტაბური დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს.

"ყველას მოვუწოდებ, მხარი რეფორმისტ რევოლუციონერებს დაუჭურიონ". - თქვა სასულიერო პირმა.

გასულ კვირას სადრის მხარდამჭერები ბაღდადის მწვანე ზონაში მდებარე პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.

პოლიციასთან შეტაკებისას 100-მდე დემონსტრანტი და 25 სამართალდამცავი დაშავდა.

სადრის მხარდამჭერების უკმაყოფილება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგინებამ გამოიწვია, რომელიც ირანული კურსის გამტარად მიიჩნევა.

კომენტარები