ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველო-უკრაინა

პროგრამა დასრულდა - საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფრით მთავრობა აღარ უზრუნველყოფს

ორშაბათი, 1 აგვისტო, 2022 - 15:03
fb/ელენე ხოშტარია
tbl.ge/63g2
დაკოპირდა

დღეიდან, პირველი აგვისტოდან დასრულდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. თბილისსა და აჭარაში უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებიდან ქუჩაში უშვებენ, რადგან მათი დაბინავების საფასურს მთავრობა აღარ იხდის.

ამ თემას გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. მან ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პრორუსული ნაბიჯი უწოდა და საზოგადოებას უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.

"ამ წუთებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს ეს ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოაგდო. დასრულდა რამდენიმე თვიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეეძლოთ, რომ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ომის პირობებში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს არის გაუგონარი, მტრული და პრორუსული ნაბიჯი. [...] მე მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩვენს ქვეყანას სირცხვილი მოწმინდონ და გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს. 2 300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით 1 000-მა ან 1 000-ზე მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, პრაქტიკულად ისინი საქართველოდან განვდევნეთ. ახლა დარჩენილია დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი. დღეს ჩვენ გონიო-ქობულეთიდან 21 ოჯახი გამოგვყავს და მათ უნდა ვუპოვოთ ადგილი, სადაც წავლენ, სასტუმროები ან სახლები. თბილისის სხვადასხვა სასტუმროდან კი ამ დროისთვის გამოგვყავს 30 ოჯახი". თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას განცხადებით, ის და მისი პარტია ხალხთან ერთად არცერთ უკრაინელ ლტოლვილს ქუჩაში არ დატოვებს.

"დღის ბოლოს გვექნება სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს სახლს, კვებასა და ელემენტარულ პირობებს. ეს არ არის აუტანელი რიცხვი. შესაძლებელია, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდეთ. ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თითო თეთრი, თითო საკვები, თითო ბინა, თითო სასტუმრო. ნებისმიერი რაიმეს გაზიარება დღეს ამ ადამიანებისთვის გვერდში დგომა იქნება. ჩვენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ. გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ. ამ ადამიანებს შორის არიან შშმ პირები, დაჭრილი და ავადმყოფი ბავშვები, მოხუცები, პენსიონერები. ომგამოვლილი და ტრავმირებული ადამიანები. ამიტომ, დავდგეთ ერთად და გვერდში დავუდგეთ უკრაინელებს". - ამბობს ხოშტარია.

პირველი აგვისტოდან თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან სულ 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან იღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

დროაპარტია დროაელენე ხოშტარიაუკრაინელი ლტოლვილებისაქართველო-უკრაინა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026 - 15:01სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
  • პარასკევი, 15 მაისი, 2026 - 16:42"ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
  • პარასკევი, 15 მაისი, 2026 - 16:18ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
  • კვირა, 10 მაისი, 2026 - 22:54იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
  • პარასკევი, 8 მაისი, 2026 - 21:16გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:27

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი

იტალია რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით აძევებს
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:09

იტალია რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით აძევებს

გაატარეთ ზაფხულის დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე ღონისძიებების სერია იწყება (რ)
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 16:25

გაატარეთ ზაფხულის დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე ღონისძიებების სერია იწყება (რ)

უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 15:32

უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა

ვოლსკი ეუთოზე: ამ რეზოლუციით წერტილი დაუსვა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 15:25

ვოლსკი ეუთოზე: ამ რეზოლუციით წერტილი დაუსვა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს

ყველაზე კითხვადი

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
1"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
4დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
52015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში