რუსეთი

პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა – NATO და აშშ მთავარი საფრთხეებია

ვლადიმირ პუტინი
რია ნოვოსტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა, რომელშიც საუბარია  მთავარ საფრთხეებზე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა წყნარ ოკეანეში აშშ-ს დომინირებაა.

"წყნარ ოკეანესთან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ძირითადი გამოწვევები და საფრთხეებია: აშშ-ს სტრატეგიული კურსი წყნარ ოკეანეში დომინირებისთვის და მათი გლობალური გავლენა საერთაშორისო პროცესების განვითარებაზე, მათ შორის გამოყენებასთან დაკავშირებული. სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და წყნარი ოკეანის ენერგორესურსების შესახებ".- ნათქვამია დოქტრინაში.

გარდა ამისა, საფრთხეებში შედის NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა რუსეთის საზღვრამდე და ალიანსის წვრთნების გააქტიურება ქვეყნის ტერიტორიის მიმდებარე ზღვების წყლებში.

"COVID-19 პანდემიამ გამოიწვია გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ეს კრიზისი, დაკავშირებულია წამყვანი უცხო სახელმწიფოების სურვილთან, შეცვალონ მსოფლიო წესრიგი, გააძლიერონ გლობალიზაციის პროცესების შეზღუდვის ტენდენცია, მსოფლიოში ლიდერობისთვის ბრძოლა, ასევე ეროვნული ეკონომიკისა და მთავრობის როლის გაზრდა. მათ შორის საზღვაო საქმიანობის სფეროში".- აღნიშნულია დოქტრინაში რუსული მედიის ინფორმაციით. 

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი გააქტიურდება სვალბარდის არქიპელაგში, ფრანც იოზეფის მიწაზე, ნოვაია ზემლიასა და ვრანგელის კუნძულზე. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა ღიად გამოკვეთა თავისი ეროვნული ინტერესების საზღვრები და ზონები - ეს არის, პირველ რიგში, არქტიკული წყლები, შავი, ოხოცკის და ბერინგის ზღვების წყლები, ბალტიის და კურილის სრუტეები. 

"ჩვენ ღიად მოვნიშნეთ რუსეთის ეროვნული ინტერესების საზღვრები და ზონები".- აღნიშნა პუტინმა. 

 

კომენტარები