მკვლელობა

"ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა" – 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული

მთავარი არხი

20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მირიან კუკავა მისი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ბრალდებული ამბობს, რომ ხულიგნობაში დამნაშავედ არ ცნობს თავს.

"ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა". - თქვა სასამართლო პროცესზე დავით ჯიჯეიშვილმა.

ცვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე კიდე 7 ადამიანია დაკავებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მკვლელობა 28 ივლისს მოხდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

კომენტარები