მარნეული

მარნეულში ჭაში ორი ადამიანი ჩავარდა, ორივე მათგანი დაიღუპა

ტაბულა

მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ორი ადამიანი ჩავარდა, უბედური შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭას თხრიდნენ, რა დროსაც, მუშა ჭაში ჩავარდა, ადგილზე მისული სახლის მეპატრონე კი მის დასახმარებლად ჭაში ჩავიდა, თუმცა, ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა და ამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

უბედური შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამაშველო ბრიგადამ კაცები ჭიდან დაღუპულები ამოიყვანეს.

ტაბულა მომხდართან დაკავსიურებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები