ცესკო

კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინა, მათ შორის, კალანდარიშვილი

ცესკო

საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა. კანონმდებლობის მიხედვით, არაუგვიანეს 7 დღეში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატურების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარეობა ხუთ კანდიდატს სურდა: გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თავმჯდომარე), რევაზ ეგაძე, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. აქედან, კენჭისყრის შედეგად სამი კანდიდატი შეირჩა: გიორგი კალანდარიშვილი, რევაზ ეგაძე (იურისტი, ცესკოს თანამშრომელი) და თამარ ალფაიძე (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ყოფილი კანდიდატი).

კომენტარები