რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: პუტინს არჩევანის გაკეთება იარაღსა და მოსახლეობისთვის კარაქის ქონას შორის მოუწევს

John Thys/AFP/Getty Images

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსული გაზის მოხმარების შემცირებაზე უფრო მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელიც რუსეთის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაწყვეტაზეა მიმართული.  

"რუსულ ომის მანქანას სჭირდება არა მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. რუსებს მათთან წვდომა აღარ ექნებათ.

ძალიან მალე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არჩევანის გაკეთება იარაღსა და მოსახლეობისთვის კარაქის ქონას შორის მოუწევს.

თუ ომის დაწყებამდე რუსული ენერგომატარებლების წილი ევროკავშირში 40%-ს შეადგენდა, ახლა ის 20%-მდე შემცირდა". - თქვა ბორელმა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით შემცირდება, რაც ბორელის შეფასებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიას გამოიწვევს.

კომენტარები