ტრაგედია გუდაურში

30 ივლისი გლოვის დღეა – ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაშვებულია

საქართველოს პარლამენტი

გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანის - ეკიპაჟის 4 წევრის, 2 მაშველისა და 2 მედიკოსის დაღუპვის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღეა.   

ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. 

შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაღუპულის ცხედარი ამოსვენებულია. 

29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები