ტრაგედია გუდაურში

კალაძე: უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ღონისძიების დროს დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მედიკოსები, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები. 

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს. 

ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!

წერს თბილისის მერი, კახა კალაძე. დღეს, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები