მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა გუნდმა მთლიანად, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი საქართველოს ავარიდეთ. ძალიან ბევრი მცდელობის, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი გონივრული და ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. ახლა ჩვენ მშვიდად, დინჯად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა. რა თქმა უნდა, ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან მაქსიმალურად გავაძლიეროთ ურთიერთობები. მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა.
tbl.ge/63ci
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




