აშშ-საქართველო

დეგნანი: რთულია გაგება, რატომ სურს ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოსა და მოკავშირეების დაყოფა

რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაჰყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად - რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. 

[...] საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში  საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა მოამზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას.

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში

კომენტარები