რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: NATO-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, NATO-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.  ამის შესახებ მან ვენაში, ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ თქვა. 

ორბანმა დასძინა, რომ NATO-ს ქვეყნების სტრატეგიამ უკრაინის იარაღითა და წვრთნით მხარდაჭერამ " აჩვენა, რომ ეს წარმატებამდე არ მიგვიყვანს". 

"სტრატეგიის შეცვლის გარეშე, მშვიდობა არ იქნება. უკრაინაში მშვიდობის გარეშე კი მთელი ევროკავშირი ომში იქნება ჩათრეული. გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება".- ამბობს ორბანი.  

 

კომენტარები