საქართველო-აშშ

ღუდუშაური: ისე ახლოს ვართ აშშ-სთან თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა

სიმართლე არის ერთი: ქართული ოცნების ან მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არცერთხელ და არასდროს რაიმე სახის გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის მისამართით, არც საელჩოსი და ზოგადად, ჩვენ დღენიადაგ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და კიდევ უფრო მეტი სურვილი გვაქვს ამ თანამშრომლობის, რომელიც არცერთ დროს, არცერთ ხელისუფლებას ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, არასოდეს არ ჰქონია. და ამას აღიარებენ მათ შორის აშშ-ს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ეს არის ცხადზე უცხადესი.

მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთი რამ, როცა არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები, ეს არის ცხადი. და კითხვებთან მიმართებით უბრალოდ არ მესმის, დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, რომ კითხვებში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულებიო და კითხვები როდესაც არის, ამას სჭირდება პასუხები, აქ რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა ან თავდასხმა?

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები