საქართველო-აშშ

ბოკერია: ივანიშვილი პირდაპირ გვეუბნება, რომ თავისი ქონების დასაცავად იყენებს ქვეყანას

სხვებს რომ თავი დავანებოთ, ქართველი საზოგადეობისთვის კიდევ ერთი შეურაცხმყოფელად უტიფარი ბოდვა ან ბოდვის მარგალიტი მოვისმინეთ, როცა კობახიძის პირით ივანიშვილი ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა
დაიცვას ის ევროპარლამენტისგან. რეალურად, ეს როგორც ჩანს, მის ქონებასა და ფინანსურ პრობლემებს
უკავშირდება, ანუ კაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ თავისი ქონებისთვის იყენებს ქვეყანას, ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატით. ეს არის კიდევ ერთი დეტალი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნებოდა

კომენტარები