გურამ მაჭარაშვილთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი პარტიიდან წასვლა ადამიანურად სამწუხაროა. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთი პარტია, ერთი ფრაქცია და ერთი გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, რომ გარკვეული სტატუსისგან გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე მეტი თქვან. ეს მათი არჩევანი იყო, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე მაგალითად, საზოგადოებას სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები. იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს ამის საშუალება, რომ საზოგადოებას სრულად ვუთხრა ის, რაც ხდება კულისებში, კაბინეტებში. იმ ადამიანებს კი ამის საშუალება ექნებათ, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები აღარ არიან. რაც მთავარია, ამის გამო ჩვენ პარლამენტში პრობლემები არ გვექნება. მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილებას სათანადოდ მივიღებთ.
tbl.ge/63bl
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 28 ივლისს ივანიშვილის დეპუტატებს - მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. მაჭარაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




