მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

სააკაშვილი: მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, მგონი, თვითონაც ხვდება

მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ.

ედუარდ სააკაშვილი TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ხალხის ტონში ამჩნევს, რომ მამამისი მომავლის ლიდერი არ არის და დიდი ნაწილი "უბრალოდ ნერვიულობს მასზე, როგორც ადამიანზე".

კომენტარები