ქართული ოცნება

თალაკვაძე ივანიშვილზე: წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის

ამ წერილში ორი მნიშვნელოვანი მომენტია. ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, პირველი - ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაისვა. ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის მისი ხელწერა იყო, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როცა პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა იგივე რჩება [...] საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი. ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ ისე იმართება, როგორი კონცეფციაც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილზე Palitranews-ის ეთერში. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები