ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირის ქვეყნები ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნებმა მომავალი ზამთრისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შეთანხმებას მიაღწიეს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან მიწოდების სრული შეწყვეტა სულ უფრო სავარაუდო ხდება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გეგმის წინააღმდეგ მისცა ხმა უნგრეთი იყო, რის შესახებაც ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა კლოდ ტურმესმა Twitter-ზე დაწერა.

შეთანხმების შემდეგ, წესები ევროკავშირის კანონმდებლობაში უახლოეს დღეებში აისახება. ეს კიდევ უფრო აუარესებს შანსებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაზის მარაგის შევსების 80%-იან სამიზნეს მიაღწევენ.

აღსანიშნავია, რომ კომისიის შეფასებით, ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდების შეჩერებამ შესაძლოა მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5%-ით შეამციროს. 

25 ივლისს, რუსეთის უმსხვილესმა გაზმიმწოდებელმა, გაზპრომმა მილსადენ ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, შედეგად, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ამჟამინდელ რაოდენობასთან შედარებით განახევრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწოდება 27 ივლისიდან შემცირდება.

კომენტარები