საქართველო-აშშ

ღუდუშაური: ურთიერთობები რომ არ დაზიანდეს, ელჩმა ამომწურავი, მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს

ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული, ცხადია, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. 

იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები და ეს ინტერესები არ დაზიანდეს, ამიტომ მიმაჩნია სწორად, რომ ელჩმა ამ ყველაფერზე ამომწურავი და მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. [...] სრულიად ნათელი არის და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და, როგორც ჩანს, მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის ამ საომარ მოქმედებებში ჩართვა. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. 

კომენტარები