რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: პუტინის მიმართ დასავლეთის მიდგომა არ არის ისეთი, როგორიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი თეირანში გამართულ შეხვედრაზე.
Murat Kula/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ვლადიმირ პუტინის მიმართ დასავლეთის მიდგომა არ არის ისეთი, როგორიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ. ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ არხთან TRT-სთან ინტერვიუში ისაუბრა

"თქვენ იცით დასავლელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება პუტინის მიმართ, ეს მიდგომა არ არის ისეთი, როგორიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ. როგორ დამოკიდებულებასაც აჩვენებთ მას [პუტინს], იგივენაირს მიიღებთ [მისგან]". - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარას კონფლიქტის ორივე მხარესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და მათ შორის სამშვიდობო შეთახნმების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენი შეხვედრა პუტინთან მართლაც განსხვავებული იყო. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ პუტინისა და ზელენსკის საქმეში. ჩვენ მტრებად არავის აღვიქვამთ. ვუყურებთ მათ როგორც მეგობრებს და ორივე მხარეს ვუდგებით გულწრფელად". - თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა ყველაფერს აკეთებს, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება აღსრულდეს და მხარეებს მოუწოდებს სტამბოლში მიღწეული შეთახნმებების შესრულებისკენ.

კომენტარები