რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტიპის ტანკები გადასცა

PT-91 Twardy

პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტიპის ტანკები გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს სპიკერმა, კშიშტოფ პლატეკმა YouTube-ის არხ WoW - Wolski o Wojnie-სთან ისაუბრა.

პლატეკის თქმით, პოლონეთი მარაგებს სამხრეთ კორეისგან შეძენილი ტანკებით შეივსებს. 

"200-ზე მეტი T-72 ტანკის და გარკვეული რაოდენობის PT-91-ების, ვერ ვიტყვი რაოდენობას, ადგილი სრულად და მეტიც – გაორმაგებული ძალით შეივსება, რადგან ეს ტანკები ბევრად უფრო მაღალი დონის ხარისხისაა". – თქვა პლატეკმა კორეულ ტანკებზე. 

PT-91-ების უკრაინის მიერ მიღებას იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის, ანდრეი ერმაკის ტელეგრამ-არხიც. 

PT-91 Twardy T-72-ის პოლონური მოდერნიზაციაა, რომელიც 1990-იან წლებში შეიმუშავეს. ამ ტიპის ტანკებს აქვთ უფრო მძლავრი ძრავა, ცეცხლის მართვის მოდერნიზებული სისტემა და დინამიკური ჯავშანი.

კომენტარები