საბერძნეთი

47 წლის ქართველი კაცი საბერძნეთში დენის დატყმის შედეგად დაიღუპა – ბერძნული მედია

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 47 წლის ქართველი კაცი საბერძნეთში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. 

47 წლის მამაკაცი სხეულის დამწვრობით ჯერ ჯანმრთელობის ცენტრში, შემდეგ კი ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი მალევე გარდაიცვალა. 

ქართველი კაცი ბერძნული კომპანიის ერთ-ერთი მუშა იყო, რომელიც სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის დენის ღია სადენს შეეხო. მართალია, თვითმხილველთა ცნობით, იგი ხელთათმანებს ატარებდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ხელთათმანები ელექტრო დამცავი არ იყო. 

დაკრძალვის ხარჯები კომპანიამ დაფარა.

კომენტარები