რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთთან რაიმე სახის პირდაპირი გარიგება გამორიცხულია

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებას ხელს მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერს. 

22 ივლისს გაეროსა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრისას, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთთან რაიმე სახის პირდაპირი გარიგება გამორიცხულია. 

"უკრაინა რუსეთთან ერთად ხელს არანაირ დოკუმენტს არ მოაწერს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან. ხოლო რუსეთს ხელმოწერა ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მოუწევს, იმავე მხარეებთან". - თქვა პოდოლიაკმა. 

მედიის ცნობით, მხარეები ხელშეკრულებას საბოლოოდ უახლოეს ერთ საათში გააფორმებენ. 

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

პორტების განაღმვისთვის დახმარებას უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ პორტების განაღმვის საუკეთესო გარიანტიაა, რომლებითაც უკრაინული საკვები პროდუქტის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

კომენტარები