რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა

Frederick Florin / AFP

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპულმა საბჭომ გაავრცელა. 

"შენარჩუნებისა და დაჯგუფების" ახალი პაკეტი ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შენარჩუნებასა და მათ გაფართოებას, მათ შორის, ოქროს ექსპორტისა და რუსეთის მიერ პოტენციურად შეიარაღების გასაძლიერებლად გამოყენებად პროდუქციის სანქცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული პაკეტით ასევე გაფართოვდა იმ პირთა და კომპანიათა სია, რომლებსაც შესაძლოა ევროკავშირმა ქონება გაუყინოს. 

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს შეზღუდვებს უწესებს პირდაპირ შეიძინოს, იმპორტზე გაიტანოს და ნებისმიერი ტრანსფერი მოახდინოს პირდაპირ, თუ ირიბად ოქროს, თუ ის რუსეთში არის მოპოვებული. შეზღუდვები ასევე სამკაულებზეც ვრცელდება.

თუმცა, საკვების გლობალური კრიზისის თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სასოფლო პროდუქციასა და ნავთობის მესამე სამყაროში ტრანსპორტირებაზე შეზღუდვებისგან გათავისუფლების საშუალებას იძლევა. 

"ჩვენ ეფექტურად ვკრძალავთ ენერგიის შემდეგ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს - რუსულ ოქროს. ჩვენ ასევე ვახანგრძლივებთ მესამე სამყაროს ქვეყნებში სასოფლო პროდუქტების ტრანზქციისა და ნავთობის მიწოდებაზე დაწესებულ შეღავათებს. ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რაც მას შეუძლია, რათა უზრუნველყოს, რომ ჩვენ შევძლებთ მომდინარე საკვების გლობალური კრიზისის დაძლევას. რუსეთზეა დამოკიდებული, შეაჩეროს უკრაინის მიწების დაბომბვა და შეაჩეროს შავი ზღვის პორტების ბლოკირება". – თქვა ბორელმა. 

კომენტარები