ზუსტად იგივე მასალები ნაცმოძრაობის კუთვნილმა მედიამ დადო ორი წლის წინ, ან შარშან, ან შარშან წინ, ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რაც იყო წარმოდგენილი მის მხრიდან და რაც იყო წარმოდგენილი შარშანწინ იგივე, ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერანაირ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა და ეს არის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ და ამიტომ ვერ დებს ვერავინ, ვერანაირ მამხილებელს მასალას, ვერანაირ კომპრომატს, ერთი და იგივე ფურცლების ფრიალი ხდება ნაცმოძრაობის ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით ეს არის და ეს.
ქართული ოცნება
კობახიძე მასალებზე: იგივეს ავრცელებდა ნაცმოძრაობა, ერთადერთი ახსნაა, რომ არაფერს ვაფუჭებთ
tbl.ge/632f
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, რომელიც ასახავს, თუ რა მეთოდებს მიმართავდა მმართველი პარტია არჩევნებში მოქალაქეების ხმების მობილიზებისთვის.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




