სოსო გოგაშვილის საქმე

მეუფე ანტონი: ვეცდები, გოგაშვილს პირადად შევხვდე და ვკითხო - რატომ, სოსო, რატომ?

ვეცდები, სოსო გოგაშვილს შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ უფლებას, რომ ის მოვინახულო და პირადად ვკითხო ამ საკითხებზე, რომ - რატომ, სოსო, რატომ? შენ ხო მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ იქ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემის მხილებას და რაღაცებს, რომ - მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი. მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რომელსაც ემსახურებოდა. მგონია, რომ ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა.

თქვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა რუსთავი 2-თან საუბარში. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".

კომენტარები