ტრეილერი

GOT-ის სერიალის, HOUSE OF THE DRAGON-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

HBO-მ სამეფო კარის თამაშების პრიქუელის House of The Dragon-ის ახალი, სრული ტრეილერი გამოაქვეყნა. 

მომავალი სერიალის მოქმედება GOT-ის მოვლენებამდე 200 წლით ადრე ვითარდება. ეს არის ეპოქა, როდესაც ტარგარიენების სახლმა, ცეცხლითა და სისხლით გააერთიანა შვიდი სამეფო. 

სერიალში მთავარ როლებს ემა დ'არსი, მეტ სმიტი, სტივ ტუსენი, ოლივია კუკი და რის აიფანსი ასრულებენ.

სერიალის პრემიერა 21 აგვისტოს შედგება. მომავალი შოუს შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები