დიდი ბრიტანეთ

ბრიტანეთის პრემიერობის ორი საბოლოო კანდიდატი ცნობილია

FINANCIAL TIMES

დღეს, 20 ივლისს, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე კენჭისყრის მე-5 ტური გაიმართა, რის შედეგადაც შეჯიბრს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პენი მორდონტი გამოეთიშა.

კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს შორის ჩატარებულ კენჭისყრაში ყოფილმა კანცლერმა რიში სუნაკმა 137 ხმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა 113 ხმა, ხოლო პერი მორდონტმა 103 ხმა დააგროვა.

ბოლო ტურში კონსერვატიული პარტიის 200 000 წევრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმას საკუთარ კანდიდატს მისცემს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

კომენტარები