თბილისის მერია

კალაძე: ყველაფერი ვიცით, არავის მოგცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ

გრძელდება ასეთი ფაქტები, ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ და სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მივცემთ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით და გაჭირვებული ოჯახების სტატუსით. ასეთ ოჯახებს დედაქალაქის მერია ეხმარება და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკარო სტატუსი აქვს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით უზრუნველვყობთ, თუ სტატუსი არ აქვთ ქირით გავიდეს და ჩვენ ვიხდით ამას. მაგრამ, უკანონოდ მიხვიდე და სახელმწიფო მიწა მიიტაცო... ხვალ შეიძლება მივიდეს და კერძო მესაკუთრის მიწა უნდა მიიტაცოს და აქაც ხო სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს. არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფარად იფარებს და თბილისში და რეგიონებში მიწები და სახლებს ფლობენ... ყველამ ყველაფერი ვიცით და სახელმწიფო მიწების მიტაცების და უკანონო შენობების აშენების უფლებას არავის მივცემთ.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები