რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონთან, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი გადამწყვეტი იქნება

რუსი სამხედრო უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დონბასზე შეტევისას ისევ მინიმალური წარმატებები აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ.

"2022 წლის 19 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ რომ უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი დაზიანებულია.

ხიდით სარგებლობა სავარაუდოდ, ისევ შესაძლებელია, თუმცა, რუსი სამხედროებისთვის სუსტ ადგილად იქცა. ეს რაიონი ერთ-ერთია დნეპრზე არსებული ორი პუნქტიდან, საიდანაც რუსეთს შეუძლია ჯარის გადაადგილება, ან მისი მომარაგება მდინარიდან დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამ ზონაში შედის ქალაქი ხერსონი, რომელსაც, რუსეთისთვის პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ რაიონში დნეპრის დინება ბუნებრივ ბარიერს ქმნის და დაახლოებით 1000 მეტრის სიგანისაა. დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები