კორონავირუსი საქართველოში

1 კვირაში საქართველოში კორონავირუსის 7 812 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობა 10.84%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, ბოლო ერთ კვირაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში ჩატარდა 72 073 ტესტი და დადასტურდა 7 812 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 10.84%. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 675 965 შემთხვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.

კომენტარები