რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ გერმანიას Nord Stream-ის შეკეთებული ტურბინა გაუგზავნა – kommersant

Reuters-ი

17 ივლისს კანადამ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაზსადენ Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ გამოცემა Kommersant-ზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, ტურბინას რუსეთი ხუთიდან შვიდ დღემდე ვადაში მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ლოჯისტიკური პრობლემები არ შეექმნება.

ამასთან ერთად, უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

"სანქციები გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას კრძალავს. თუ კანადა ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, ჩვენ უთუოდ ევროპელ კოლეგებს მივმართავთ, რათა მათი მიდგომა გადაიხედოს. ვინაიდან, თუ ქვეყნები არ დაიცავენ იმ შეზღუდვებს, რომლებზეც სანქციების დაწესებისას შეთანხმდნენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სოლიდარობაზე?" – თქვა უკრაინის მთავრობიდან ანანომურმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში. 

ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, რომლის ექსპორტიც რუსეთმა გასულ თვეს ტექნიკური შეფერხების მიზეზით 40%-ით შეამცირა. 

ტურბინის შეკეთება ინდუსტრიის გერმანული გიგანტის, Siemens-ის კანადურ ბაზაზე მიმდინარეობდა. რუსული გაზპრომი სწორედ აღნიშნული ტექნიკის არარსებობას ასახელებდა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გამტარუნარიანობის 40%-ით შემცირების მიზეზად.

კომენტარები