საბერძნეთი

საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა

ФОТО: ERT

ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კავალასთან საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა - იგი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. პილოტი ავარიული დაშვებისთვის ნებართვას მოითხოვდა.

თვითმფრინავს დაშვება შესთავაზეს სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა დაშვება კავალასის აეროპორტში გადაწყვიტა, თუმცა ის აეროპორტიდან 40 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 8-დან 10-მდე ადამიანი იყო და გადაჰქონდათ 12 ტონა სამხედრო ტვირთი, სავარაუდოდ ჭურვები. 

თვითმფრინავი ეკუთვნოდა Meridian-ს, რომელიც, მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ფრენებს მთელს მსოფლიოში, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარული მარაგების ტრანსპორტირებისთვის ფრენებს. გარდა ამისა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან და NATO-სთან სასწრაფო ტვირთების მიწოდებაზე, მათ შორის სამხედრო დანიშნულებისთვის.

კომენტარები