ქართული ოცნება

ოდიშარია: ივანიშვილზე ვკრეფ პოსტს და ვშლი – ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა

პრემიერმინისტრი, ბუნებრივია, ლაპარაკობს მათ შორის საკუთარზე, რატომაც არა, თუმცა გუნდის მიღწევებზე და მათ შორის, იმ მიღწევებზე, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება, რატომ წერილი, ორი დღეა, მივლინებაში გახლავართ და ვკრეფ პოსტს, მე დიდად არ ვარ ამაში დახელოვნებული, ვკრეფ პოსტს და ვშლი. გაინტერესებთ რამ მაიძულა? ვიღაცას რაღაც ყოველთვის აძლევს მოტივაციას, თორემ საქმიან ადამიანებს, არავის არ ეხალისება ვრცელი წერილების წერა. 

კი ბატონო, არ მოგატყუებთ [წერილი ივანიშვილზე იყო]. რამდენიმე კოლეგას გადავახადე, ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, იქნებ გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერეო...

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ TV პირველთან სატელეფონო საუბრისას. 12 ივლისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები