ივანიშვილის დეპუტატები

ყაველაშვილი: ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი

წერილი მე დავწერე. წერილთან დაკავშირებით არ მგონია, რომ რაღაც მხატვრულ განსაკუთრებულ იმას საჭიროებდეს ახლა იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა. თუ ჩემი წერილები გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიაში გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი, ოღონდ სფერო არის შეცვლილი, ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის იქ საუბარი. შენ შეგიძლია, თუ წერილთან დაკავშირებით გაქვს კითხვები და შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და გაგცემს პასუხს ჩემი ბიოგრაფია თავად. 

ასე პასუხობს ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის კითხვას, თავად დაწერა თუ არა წერილი, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს

კომენტარები