ქართული ოცნება

კობახიძე ევროპარლამენტარზე: ქალბატონი რასას განცხადება იყო სამარცხვინო

ქალბატონი რასას განცხადება, უბრალოდ იყო სამარცხვინო, ეს ერთი. მეორე, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს პრაქტიკულად იმას, რაც ჩაიწერა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, აქ საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები არაა და არის უბრალოდ დამარცვლული სიტყვები და არგუმენტები და მათი სიტყვების დამარცვლა საქართველოში, დამერწმუნებით, არავის სჭირდება. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს...

ჩემთვის განსხვავება არ არის სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის. ერთიც არის პარლამენტარი, მეორეც არის პარლამენტარი. არც ერთს ენდობიან საქართველში, არც მეორეს ენდობიან ლიტვაში, ეს არის რეალობა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთრეში. ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ "დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას".

კომენტარები