მაღალი მოდა

DIOR-ი VALENTINO-სგან 100 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს

ფრანგული მოდის სახლი Dior-ი 100 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს იტალიური მოდის სახლი Valentino-სგან - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა WWD ავრცელებს.

8 ივლისს, Valentino-ს მოდის სახლმა ჩვენება რომში "ესპანურ კიბეზე" გამართა, რამაც Dior-ის მტკიცებით მომხმარებლებს მათ მაღაზიამდე მისასვლელი გზა დაუბლოკა, რომელიც იმავე ტერიტორიაზეა.

ფრანგული მოდის სახლის მიერ გაგზავნილი წერილის თანახმად, მომხმარებლებმა მაღაზიაში შესვლა ვერ მოახერხეს, რამაც შუადღის საათებიდან მუშაობის შეფერხება გამოიწვია და მაღაზია სრულიად ცარიელი დატოვა. Valentino-ს ჩვენება პარასკევს გაიმართა, Dior-ის მტკიცებით კი, ამ დღეს, როგორც წესი, მათი შემოსავალი მნიშვნელოვან თანხას შეადგენს.

ამავე წერილის თანახმად, Dior-ი Valentino-ს 15 დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებს ყველანაირი ზომა გამოიყენოს "საკუთარი უფლებების დასაცავად".

კომენტარები