მაღალი მოდა

ქეით მოსის შვილი პოდიუმზე ინსულინის ტუმბოთი გამოვიდა

Independent

სუპერმოდელ ქეით მოსის შვილი ლილა მოსი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული Fendi x Versace-ს ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა. 

19 წლის მოდელს დიაბეტი(ტიპი 1) აქვს, ორგანიზმში ინსულინის დასარეგულირებლად მოსს სპეციალური მოწყობილობის ტარება უწევს, რომელიც ჩვენებაზე ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული.

"მიყვარხარ იმის გამო რომ ინსულინის ტუმბოს არ მალავ, შენ ათასობით ადამიანს წარმოადგენ, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს". – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ლილა მოდის ბიზნესში 2017 წლიდან მუშაობს. Fendi x Versace-ს ჩვენებაში ქეით მოსმაც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები