რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინაში რუსეთის დანიშნულ მაღალჩინოსნებზე თავდასხმების გახშირებაა მოსალოდნელი

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები, უახლოეს მომავალში, დონბასში რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე კონცენტრირდებიან, მათ შორის სივერსკის, დოლინას, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებზე.

"სლოვიანსკისა და კრამატორსკის ურბანული რეგიონები სავარაუდოდ რჩება ოპერაციის ამ ეტაპის მთავარ სამიზნეებად. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შელახვასა და  უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ანტირუსული განწყობების მქონე ადამიანები პრორუსული ჩინოვნიკების სამიზნეები ხდებიან. რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ ველიკი ბურლუკში აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. მოსალოდნელია მაღალჩინოსნების სამიზნეში ამოღების ესკალაცია.

რაც გამოიწვევს რუსი ოკუპანტების ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების გამწვავებას და პოტენციურად გაზრდის ზეწოლას უკვე შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ფორმაციებზე". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები