კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც დაწერილია ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამა-მარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება. შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოცდებოდა ხოლმე მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა ამას და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ თუ რამხელა შარშია ქვეყანა.
ქართული ოცნება
ბოკერია წერილზე: შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ივანიშვილმა დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა
tbl.ge/62ou
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ წერილზე, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. წერილი სრულად - ნახეთ აქ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




