ქართული ოცნება

პაპუაშვილი: ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, ქართულ დემოკრატიას შეურაცხყოფას აყენებს

ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ, ესაა პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის [...] ადამიანი არ არის კუნძული, თქვენ რა გგონიათ, რომ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული. თეთრი ყოველთვისაა თეთრი, შავი ყოველთვისაა შავი, აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტებია - რაცაა თეთრი, ვერასდროს გახდება შავი, ვინც არაა ოლიგარქი, რაც არ უნდა ვეძახოთ - ვერ გახდება ოლიგარქი.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები